ხელოვნება ბავშვებს
პროგრამის პატარა მონაწილეები ეზიარებიან მუზეუმის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, დაათვალიერებენ საგამოფენო სივრცეს. აღსაზრდელები ფერწერული სურათების საშუალებით გაეცნობიან ხელოვნების სამ ყველაზე პოპულარულ ჟანრს (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი). პროგრამა ითვალისწინებს ინტერაქტიულ თამაშს - ,,პორტრეტის გაცოცხლება”, რომელიც ერთდროულად არის თამაში-ვარჯიში - მოქმედება - საზრიანობა - მეხსიერების განვითარება.
პროგრამა განკუთვნილია: 5-6 წლის აღსაზრდელებისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 30-60 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით.
პროგრამის კოორდინატორები: თეონა ქინქლაძე, ირინა სტურუა.